თეგებით ძიება

ომარ მხეიძეს ხვალ დაკრძალავენ - ქართული ცეკვის ლეგენდას ქაშუეთიდან გაასვენებენ

ქართული ცეკვის ლეგენდას, ჩოხოსანს, ომარ მხეიძეს ხვალ, 20 ივლისს დაკრძალავენ. მას უკანასკნელ გზაზე ქაშუეთის ეკლესიიდან გააცილებენ.

ცნობისთვის, ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მხეიძეს "მფრინავი ვეფხვი" ქართული ცეკვისას ცნობილი ნახტომისთვის შეარქვეს, რომელიც შემდეგ ანსამბლმა სუხიშვილებმა საგასტროლო აფიშებზე გადაიტანა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართველმა მოცეკვავემ სცენაზე სუხიშვილებთან ერთად 30 წელი გაატარა და 90-მდე ქვეყნის მაყურებელი თავისი განუმეორებელი ქორეოგრაფიის გამო ფეხზე დააყენა.

აქტიური მოცეკვავიდან ომარ მხეიძე ქორეოგრაფად და არაერთი თაობის აღმზრდელად იქცა. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას მინიჭებული აქვს ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება. ქორეოგრაფიულ წრეებში ომარ მხეიძეს, ხშირად, ორი საუკუნის მოცეკვავესაც უწოდებენ, ფილარმონიასთან კი მისი ვარსკვლავია გახსნილი.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა