თეგებით ძიება

„დღეს ეს თემაა პროგრამაში. ვიღას ახსოვს უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ.” - რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.

„რაღაც ფილმიდან დიალოგი ამოჭრეს და ფეისბუქზე დადეს. ბებია და შვილიშვილი ორგაზმზე საუბრობენ. როგორც მივხვდი, სადღაც ფასიან საიტზე დევს ეგ ფილმი.

ფალავანდიშვილი, ქართული ოცნება და, არც მეტი, არც ნაკლები, ანდრია ჯაღმაიძე ჰყავთ დათაგული, გვიშველეთო. შესეულია ოცნების მომხრეთა არმია, ნამდვილი კონტიგენტიც, ტროლიან-ბოტიანად და სიგიჟეებს წერენ – გადაგვარჩინეთ, გაგვრყვნესო.

დღეს ეს თემაა პროგრამაში. ვიღას ახსოვს უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ.” - წერს სანაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა