ანომალური სიცხე და ხანძარი - საქართველოს საელჩო საბერძნეთში მოფ მოქალაქეებს მიმართავს
საბერძნეთში საქართველოს საელჩო ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებთან დაკავშირებით იქ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის სამსახური აქვეყნებს დამატებით ტელეფონის ნომრებს უკვე არსებულ სატელეფონო ნომერთან ერთად 0030 - 210 3681730.
კრიზისების მართვის სამსახურმა შესაძლებელი გახადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, დაუკავშირდნენ აღნიშნულ სამსახურს შემდეგ ნომრებზე:
+30 210-3681259
+30 210-3681350
ასევე, როგორც საბერძნეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საფრთხის არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირნენ სამოქალაქო უსაფრთხოებას ნომერზე: 112