ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის არითმიის შემდეგ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 21 ივლისს გულის არითმიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი სიცხის დროს გალილეის ზღვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ნეთანიაჰუს კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს.