თეგებით ძიება

ხვიჩა კვარაცხელიაზე უცნობი, ემოციური ამბავი გავრცელდა - რას იხსენებს იტალიელი გულშემატკივარი?

იტალიური სატელევიზიო არხის, Tele A-ს ერთ-ერთ გადაცემაში, „ნაპოლის“ ქომაგმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა, რომელიც „კვარასა“ და ქართველ ემიგრანტს უკავშირდება.

„კვარაზე საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. ქართველი ქალბატონი, რომელიც აქ მომვლელად მუშაობს, სასტუმროსთან მივიდა, სადაც „ნაპოლის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. შუაღამე იყო და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო. ამაზე ქართველ ფეხბურთელს საოცარი რეაქცია ჰქონდა. სასტუმროდან გამოვიდა და მისკენ გაიქცა, რათა ჩახუტებოდა. ეს აჩვენებს, „ნაპოლის“ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელებიც კი, როგორი ადამიანები არიან“, - გაიხსენა გულშემატკივარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა