თეგებით ძიება

მიწისძვრის პროგნოზირება 2 საათით ადრეა შესაძლებელი - რა დააფიქსირეს მეცნიერებმა?

თეორიულად შესაძლებელია, რომ მიწისძვრის პროგნოზირება 2 საათით ადრე მოხდეს. თუმცა, ამისათვის საჭიროა ისეთი GPS სენსორების შექმნა, რომლებიც დღევანდელზე 100-ჯერ უფრო ზუსტი იქნება.

საფრანგეთის ქალაქ ნიცის ლაჟვარდოვანი სანაპიროს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, კენტინ ბლეტერიმ და ჟან-მატიე ნოკემ, GPS მონაცემების გამოყენებით, მიწისძვრის წინ, ტექტონიკურ ფილებს შორის თანდათანობითი, აჩქარებული სრიალი დააფიქსირეს.

ეს სრიალი ზედმეტად მცირეა და სეისმოგრაფებზე ვერ გამოჩნდება, თუმცა, დაფიქსირების შემთხვევაში მიუთითებს, როდის დაიწყება მიწისძვრა.

წყარო: „რუსთავი 2“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა