ირაკლი კობახიძის ღლიცინი მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს: შიში აქვთ, ეშინიათ - ლევან ხაბეიშვილი
პოლიტიკური სილაც არ ასცდება ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. ამიტომ კობახიძის კონკრეტული ღლიცინი და ა.შ. მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - შიში აქვთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი კოალიციის შექმნას ქართველ ხალხთან ერთად აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით, ასჯერ და ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“, სალავიოვის, მარგარიტა სიმონიანის პარტიას. ამას ევროპული გაერთიანება რომ სჯობს, საზოგადოება არჩევანს თავად გააკეთებს და გადაწყვეტს. შესაბამისად, პოლიტიკური სილაც არ ასცდება ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. ამიტომ, მისი კონკრეტული ღლიცინი და ა.შ. მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - შიში აქვთ, ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას, ამ დიდ კოალიციით ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ „რუსული პარტიის“ გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.