"20:00-ზე შევიკრიბოთ იქ სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია! რუსების თარეში ამ ქვეყანაში არ გამოვა!“ - ცოტნე მირცხულავა
სამოქალაქო აქტივისტი, ცოტნე მირცხულავა ბათუმში აქციას აანონსებს და სოციალურ ქსელში წერს.
"რუსების თარეში ამ ქვეყანაში არ გამოვა.
სტაბილურ დისკომფორტში უნდა იყვნენ და იმ ამაზრზენი განცხადებებისთვის, რაც ჩვენს ქალაქში, ბათუმში გააკეთეს საკადრისი პასუხი მიიღონ!
ჩვენი ღირსების, ეროვნულობის, თავმოყვარეობის და პატრიოტიზმის გადათელვაში საკუთარ თავებს მოუმკით ძალიან ცუდს.
20:00-ზე შევიკრიბოთ იქ სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია.
და გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არასდროს იქნება!" - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე მირცხულავა.