თეგებით ძიება

პუტინი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც "მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვით ფულს შოულობს - ზელენსკი

"რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და მსოფლიო შიმშილის ზღვარზე მიჰყავს, რათა შემდგომ თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს. ამავდროულად არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც ფულს შოულობს „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ Global News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვა გამოიწვევს რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას და შესაბამისად, მისცემს მას დამატებითი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას.

"ჩვენი მარცვლეულის დაბლოკვა ძალიან მარტივია. კონკურენციაა და მისი საქონლის ფასი იზრდება. ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს საერთაშორისო პრინციპებს, კანონს. ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიული პროდუქტის მიწოდების დეფიციტით“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ინფორმაციისთვის, 17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა