დიდხანს სიცოცხლე არ მინდა - რას ამბობს ლეო ანთაძე?
გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ სტუმარი ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ლეო ანთაძე იყო. მსახიობმა გადაცემაში საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და პირადი ტრაგედიაც გაიხსენა.
როგორც ლეო ანთაძე ამბობს, მას დიდხანს სიცოცხლე არ უნდა, რადგან არ სურს რაიმე უბედურებას კიდევ მოესწროს.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ასაკის მატებაზე, ან ხომ არ აქვს სენტიმენტები, მსახიობი პასუხობს, რომ ფიქრობს, მაგრამ დიდხანს სიცოცხლე არ უნდა.
"რომ გითხრათ რომ არ ვფიქრობ, ასე არაა, მაგრამ დიდხანს სიცოცხლე არ მინდა... არ მინდა კიდევ მოვესწრო რამე უბედურებას...“, - ამბობს ლეო ანთაძე.