"რუსებს არ დაუთმოთ არასდროს არაფერი... გაგლანძღავთ, გალანძღეთ. შეგაგინებთ, ორჯერ მეტი შეაგინეთ, გაიქაჩება თქვენზე, დაასწარით" - რას წერს მამუკა გამყრელიძე?
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებს მხოლოდ უხეში ძალის ესმით.
"უკვე რამდენიმე ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან, რომლებსაც პირადად შეეხო ახლადჩამოსული რუსების თავხედი ქცევა და შეურაცხყოფაც კი. ამიტომ, მინდა საკუთარი ძაააალიან დიდი გამოცდილება გაგიზიაროთ. რუსი, რამედნად "ინტელიგენტიც" არ უნდა იყოს ურთიერთობაში აფასებს მხოლოდ ერთს, უხეშ ძალას ! ამიტომ არ დაუთმოთ არასდროს არაფერი. გაგლანძღავთ, გალანძღეთ. შეგაგინებთ, ორჯერ მეტი შეაგინეთ, გაიქაჩება თქვენზე, დაასწარით და რაც შეიძლება მწარედ ატკინეთ რამე. სხვაგვარი ენა ამ ხალხს არ ესმის. ასეთი მოპყრობის შემდეგ აუცილებლად გაუჩნდება თქვენდამი პატივისცემის გრძნობა. შეიძლება მეგობრობაც კი დაიწყოს. ბევრჯერ მაქვს გავლილი და ვიცი.
და მთავარი !!! ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა არ უნდა გაუტარონ მცირე დარღვევაც კი. არავითარი უპირატესობა არ უნდა მიანიჭონ ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით. ეს არის მთავარი. ამის იმედი კი დიდად არ მაქვს", - აცხადებს გაყრელიძე.