თეგებით ძიება

ჩვენ, რომ ღმერთმა საუკეთესო ადგილი გვარგუნა დასასახლებლად, ანალიზის უნარი წაგვართვა? სულ ინსტინქტებით და ემოციებით რატომ ვხელმძღვანელობთ?“ - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნეოფობია. სიახლის, ყველაფერი ახლის ქვეცნობიერი შიში. 

ყველა ცხოველის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც სათავეს იღებს გადარჩენის ინსტინქტიდან. ცხოველი ინსტინქტურად უფრთხის ყველაფერს ახალს, როგორც პოტენციური საშიშროების წყაროს. მოგვიანებით, რაღაც დროის გასვლის და შეგუების შემდეგ ის მშვიდდება და აღიქვამს სიახლეს, როგორც უსაფრთხოს და მისთვის ჩვეულს. 

ბუნებამ ადამიანი დააჯილდოვა ანალიტიკური აზროვნებით. ის სიახლის შეფასებას ბევრად სწრაფად და მრავალმხრივად ახერხებს ვიდრე ცხოველი. ინსტინქტი მხოლოდ პირველ წამებში ირთვება, შემდეგ უკვე ანალიზი. ადამიანი არ ეგუება, ის შეფასებას ახდენს. 

ჩვენ, რომ ღმერთმა საუკეთესო ადგილი გვარგუნა დასასახლებლად, ანალიზის უნარი წაგვართვა? სულ ინსტინქტებით და ემოციებით რატომ ვხელმძღვანელობთ?“ - წერს მამუკა გამყრელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა