„შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო“ - ბექა კვაჭანტირაძე
სოციალური ქსელის მომხმარებელი ბექა კვაჭანტირაძე ჯუთასკენ მივალ გზაზე მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„ჯუთას გზა დღეს! აი ამ გზაზე, გამოფიტულზე, ამორტიზირებულზე, ქვემოთ მდინარით, ხევით! ზემოთ ქვა ღორღით სავსეზე აი ამ გზაზე დადიან დღეს ვატომობილები!, როგორც ადგილობრივები ამბობენ ზემოდან მეწყრული პრიცესებია დაწყებული!! საქართველოს მთავრობა გამოიღვიძეთ! ამ გზაზე სიარული საერთოდ მანქანით კიარა ფეხითაც კი საშიშია!!!!!! “ - წერს ბექა კვაჭანტირაძე.