თეგებით ძიება

“მშიერს, მწყურვალს, გაყინულს, განადგურებულს მომიჯახუნეს მწერალთა სახლის კარი და ახლა თურმე ოაზისი ყოფილა” – ნიკა ჩერქეზიშვილი

პარტია „ლელოს“ წევრი, პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სისტემას რომ დავუპირისპირდი, ისე კი არა, ახლა რომ უპირისპირდებიან (იზოლატორები ეკრანზე რომ აქვთ მხოლოდ ნანახი), რეალურად, ნამდვილად, მთელი თავისი ბოროტი მანქანა რომ მომართეს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, სახლში რომ შემომიცვივდნენ და მთავრობის კანცელარიის წინ უკიდურესი პროტესტისას ათას პროვოკაციას მიწყობდნენ…

ქუჩაში რომ ვიყინებოდი და ხელისუფლების პასუხი იყო – მოკვდი!!!

მწერლებიდან და პოეტებიდანაც რომ ვიღაცები მომიქსიეს და სიბინძურეებს ავრცელებინებდნენ ჩემზე, ჩემი ბრძოლა სამსახურიდან გათავისუფლებამდე რომ დაიყვანეს და ისე აშუქებდნენ, თითქოს სამსახურში აღდგენას ვითხოვდი, რაც ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის…

მწერალთა სახლს მივმართე, მწერლებსა და პოეტებთან შეხვედრა მინდა, ბინძური პროპაგანდით გადამიარეს, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, ათას ცილს მწამებენ და მინდა ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რეალურად რაშია საქმე, ავუხსნა, ვანახო დოკუმენტები, გავაგებინო, რომ ეს ნიკა ჩერქეზიშვილის პირადს სცილდება და ხვალ თქვენც მოგადგებიან, საერთო საბრძოლველია ეს ამბავი-მეთქი…

რა მიპასუხეს, იცით?

უარი!

ძალიან ცივი, ძალიან კომუნისტური, ძალიან გულგრილი და არაადამიანური – უარი!

აქ ხალხი ლექსების წასაკითხად ვიკრიბებით და ამის იქით სივრცეს ვერავის დავუთმობთო!

თუ გინდა მოდი და ლექსები წაიკითხეო!

სიტყვა სიტყვით!

ამის სქრინები არსებობს და არავინ გამოხმაურდეთ ახლა, თორემ აგაფარებთ თვალებზე და მტკივნეული იქნება!

ახლა თითქოს ყველასთვის ღია ყოფილა ეგ კარი, ყველა ისე გრძნობდა თავს, როგორც სახლში, როგორც ოჯახში და თურმე სახელმწიფოებრივი საქმეები წყდებოდა მანდ.

მე არ ვგრძნობდი!

ყელში ამოვიდა ეს უკიდურესობები!

ყელში ამოვიდა ეს კუტოკომანია!

კარგად ყოფნა ის არის, როცა მხოლოდ შენ არ ხარ კარგად, როცა ყველა კარგადაა!

პირდაპირი მნიშვნელობით მშიერს, მწყურვალს, გაყინულს, განადგურებულს მომიჯახუნეს კარი და ახლა თურმე ოაზისი ყოფილა.

ამიტომ დავდივართ წრეზე, ამიტომ არ გვეშველება არასოდეს, რომ ერთი კაცი არ გამოჩნდა, ერთს არ ეყო სინდისი და გამბედაობა, გამოსულიყო და ეთქვა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ მაშინ ძალიან შეგვეშალაო.

სამი დღე ვიცდიდი, მაგრამ ტყუილად!

ეს არის სიმართლე!

და სიმართლეა ისიც, ამ პოსტს გარშემო რომ შემოურბენთ და არ შეიმჩნევთ!” - წერს ჩერქეზიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა