თეგებით ძიება

ქმარმა ცოლზე იეჭვიანა, ეჩხუბა და დაჭრა... სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ცნობილია - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. 

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა