თეგებით ძიება

„ნუ ელით, რომ ხალხი აირჩევს საუკეთესოს და ღირსეულს. ის აირჩევს იმას, ვინც მას უნდა. შეიძლება ყველაზე უარესს“ - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ, სოცქსელებში ორი ნიშანდობლივი ტექსტი გამოჩნდა. ერთი, ტვიტერში ნავალნის აგრესიული წუწუნი და მეორე, იუთუბში არესტოვიჩის უშვერი გინება. ორივე ტექსტის ადრესატი იყო ერთი, ხალხი. საზოგადოება. ორივე მოზრდილი ტექსტის შინაარსი საბოლოო ჯამში ერთნაირად იკითხებოდა: "არაფრის ღირსები თქვენ არ ხართ ! მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანის". საინტერესო დასკვნაა, რომელამდეც ეს ორი სუპეპოპულარული ადამიანი სხვადასხვა გზით მივიდა. 

ობერპოპულისტ ნავალნის "გონება გაუნათდა" მას მერე, რაც რუსეთში დაბრუნდა სააკაშვილივით ილუზიებით შეპყრობილი, რომ მის პატიმრობას დასავლეთი და ხალხი, რომელსაც ცხოვრების საუკეთესო წლები შეალია, არ დაუშვებდა. მწარედ შეცდა და ახლა 19 წელი მოუწევს რუსულ კოლონიაში ცხოვრება. 

ულტრაცინიკოს და დემაგოგ არესტოვიჩს კი "|ჭეშმარიტება" მას მერე ეწვია, რაც საპრეზიდენტო ამბიციები გაუჩნდა და ეგონა, რომ მისი ურაპატრიოტულ-პროპაგანდისტული ტექსტების გამო ხალხი შეიყვარებდა. ისიც მწარედ შეცდა. 

ორი, თითქოსდა გამოცდილი და შებერტყილი ადამიანის ერთნაირი შეცდომა. დაადანაშაულო ხალხი იმის გამო, რომ შენნაირი "კარგი ბიჭი" არ უნდა და ირჩევს ცუდ კორუპციონერს. 

ხალხის გულის მოგება რთულია. არასდროს იცი რომელმა, ხანდახან უმნიშვნელო დეტალმა შეიძლება ხალხის რჩეული გაგხადოს. როილზე დაკვრამ, ენების ცოდნამ, იუმორმა თუ უბრალოდ ხალმა ლოყაზე. ხალხის სიყვარული ქალის სიყვარულივითაა, სრულიად ალოგიკური და ამოუცნობი. მაგრამ ნუ მოსთხოვთ ნურც ქალს და ნურც ხალხს თავდადებას. ეს უკვე სრულიად სხვა განზომილებაა. 

დასკვნა. ნუ ელით, რომ ხალხი აირჩევს საუკეთესოს, სუფთას, გონიერს და ღირსეულს. ის აირჩევს იმას, ვინც მას უნდა. შეიძლება ყველაზე უარესს“, - წერს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა