თეგებით ძიება

„ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლიაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცამ, ცაში ვინა გიცნობს?“ - მამა ლევანი

მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში ეხმაურება მარიამობის მარხვის დაწყებას და წერს.

„ჩვეულებრივ ცხოვრებაში როგორაა, ადამიანს რომელსაც შენთვის რაღაც უკეთებია, როცა თხოვნით მოგმართავს მოსვენებას კარგავ ხომ სანამ არ გაუკეთებ.

ეგრეა სულიერ ცხოვრებაშიც, როცა ღვთისმშობლის მარხვებს ინახავ, ლოცულობ მის წინაშე, თხოვნა დასრულებული არ გაქვს იქ ჩნდება სამყაროს დედა.

ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლიაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცამ, და კიდე ათას რამეს მიჰქარავ, მერე რომ მოიცლი, მობრუნდები და "აბა ღვთისმშობელო ჯანმრთელად მამყოფე, ეროვნულებზე კარგი ქულები ამაღებინე, ხელი მომიმართე საქმეში, შვილები კარგად დამაბინავებინე, კარგი ფულიანი, პატიოსანი სიძე და უხმო, დამჯერი, კაი მზითებიანი რძალი შემახვედრე და ა.შ ვინ შეგისრულებს? ესენი უნდა სთხოვო სახაჭაპურე-საშაურმეების "ღმერთებს" ისინი გცნობენ, ცაში ვინა გიცნობს?

გილოცავთ მარხვის დადგომას“, - წერს მამა ლევანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა