თეგებით ძიება

მსოფლიოში საწვავის გაძვირების შემდეგ, ფასები საქართველოზეც აისახა - ბაზარზე დეფიციტია?

საქართველოში "ევრო რეგულარის" ტიპის საწვავის ღირებულებამ ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებში 13-19%-ით მოიმატა. ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „გალფში“ "ევრო რეგულარის" ტიპის საწვავის ღირებულება მაისში არსებული 2.25 ლარიდან.69 ლარამდე გაიზარდა. ფასმა მოიმატა "სოკარის" ქსელშიც.

კომპანიები საწვავის გაძვირებას საერთაშორისო, გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით ხსნიან. ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საწვავის მარაგების შემცირების გამო, ფასებმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს.

საწვავის ფასების ზრდის რა მიზეზები სახელდება და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ საქართველოში, - ამ კითხვით, ეკონომიკის ექსპერტს, სოსო არჩვაძეს მივმართეთ, რომელიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არის ისეთი პრობლემები და ფაქტორები, რაც მოქმედებს მაკრო ეკონომიკურ სტაბილურობაზე და ეს არის ომი.

„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო ენერგოდამოკიდებული ქვეყანაა და შარშან მაგალიუთად, ჩვენ დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ენერგო რესურსები, დაწყებული ელექტროენერგიით და დამთავრებული ქვანახშირით, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი, ეს იმპორტი განვახორციელეთ. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჩვენი ეკონომიკა ნავთობპროდუქტების იმპორტზე.

ერთ მაგალითს დაგისახელებთ: მსოფლიო ბაზარზე ყოველი ბარელი ნავთობის ერთი დოლარით ფასის ცვლილებაც კი საქართველოს შიგნით, წელზე გადაანგარიშებით, იწვევს შესაბამისად 9 მილიონი დოლარით მეტის ან ნაკლების გახდას. ანუ, თუ ნავთობი გაძვირდა 1 დოლარით, წელზე გადაანგარიშებით, ჩვენ იმავე რაოდენობის ნავთობროდუქტების იმპორტზე, დაახლოებით 9 მილიონი დოლარით მეტი უნდა გადავიხადოთ, შესაბამისად, თუ იაფდება - ნაკლები. საბოლოო ჯამში, ვინ იხდის იმპორტირებული ნავთობის ფასს? მომხმარებელი, დიდწილად ბიზნესი და რიგითი. მომხმარებელი, საწვავის საცალო ფასზეც აღირიცხება“,- განმარტავს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურისგან.

მისივე თქმით, ეს საკმაოდ ძვირადღირებული და გრძელვადიანი ამოცანაა, მაგრამ მას ალტერნატივა არ გააჩნია. 

„ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ ენერგიის იმ წყაროების გაზრდა ჩვენს ენერგო ბალანსში, რომლის წარმოების რესურსი ქვეყანას გააჩნია, ან პოტენცია გააჩნია და შესაბამისად, რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული მსოფლიო ბაზრის კონიუქტურისგან. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და გრძელვადიანი ამოცანაა, მაგრამ მას ალტერნატივა არ გააჩნია.  იგივე ელექტორენერგიის წარმოება, ჰიდრორესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ იმპორტის გეგმაზომიერი ჩანაცვლება მოვახდინოთ ადგილზე წარმოებული ენერგიით და ამ კუთხით, საკმაოდ მიზანმიმართულად მიდის მუშაობა და იმედია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება თბოელექტროსადგურების პოტენციალი, სადაც ბუნებრივი აირის გამოყენებით მოხდება ენერგიის გარდაქმნა, ტრანსფორმაცია საჭირო ელექტროენერგიის საწარმოებლად. ასეთი მდგომარეობაა დღეისთვის“,- ამბობს სოსო არჩვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა