თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა - ლევან ხაბეიშვილი

იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი არის ანეკდოტი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართულია.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ფაქტორი იქნება.

„იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ასი ათასობით ხმას რომ აძლევს საქართველოს მოქალაქე, იყოს ციხეში და ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი. ამას არ დაიჯერებს არავინ, ამიტომ ამ უახლოეს პერიოდში ორი მნიშვნელოვანი რამ არის გადასაწყვეტი. პირველი - პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, მას უნდა შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, რამდენად მისცემს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას, მეორე საკითხია.

სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ არჩევნების თავისუფლებაზე და გამჭვირვალობაზე. რაც შეეხება მოქალაქეობას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა მართლა უკუნი სიბნელიდან და ჭაობიდან. ეს ჩვენ თაობას ყველაზე კარგად უგრძვნია, უნახავს და შეხებია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტექნიკური სახის მანიპულაციებს მხოლოდ „რუსული პარტია“ მიმართავს და სავარაუდოდ, შესაძლოა გამოიყენონ კიდეც, მათ შორის, პარტიის წინააღმდეგ. მე ამას არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა