ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსი დაჭრეს
ოკუპირებულ გაგრაში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსს ხაჯარათ ბგანბას ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლეს. ინციდენტი გასულ შაბათს პიცუნდაში, კაფე "ტერასასთან“ მოხდა.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "აფსნიპრესი“ წერს.
დაშავებული გაგრაში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.