თეგებით ძიება

„კალაძის მიმართ ჩემი "სიმპატია" კი იცით, მაგრამ ახლა უნდა დავიცვა“ - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინდელი უამინდობით თბილისში გამოწვეულ პრობლემებს და წერს.

„კალაძის მიმართ ჩემი "სიმპატია" კი იცით, მაგრამ ახლა უნდა დავიცვა. 

სანიაღვრე სისტემების გათვლა ხდება ერთჯერადად მოსული ნალექის გარკვეულ რაოდენობაზე. რამდენიმე წელში ერთხელ შეიძლება მოვიდეს ამგვარი "ჩანჩქერი", მაგრამ წყლის ასეთ რაოდენობაზე სანიაღვრე სისტემის გათვლას ქალაქი ვერ დაიწყებს. 

თბილისში ყოველთვის ხდებოდა მსგავსი თავსხმა, მაგრამ ხშირად არასდროს. ბავშვობაში მახსოვს როგორ იტბორებოდა ბარათაშვილის 2 ნომერში ეზო და შემდეგ სახანძროებს უწევდა წყლის ამოქაჩვა. რანდენჯერმე ჩარეცხილი ვარაზისხევიც უნდა ახსოვდეს 40+ ადამიანებს.  სანიაღვრე სისტემის "ნაგვით" ამოვსება ხდება მთაწმინდიდან და სხვა მაღლობებიდან წამოსული ტალახიანი წყლის გამო. სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ამ ზაფხულს დაიტბორა ევროპის რამდენიმე ქალაქი. 

მერიის საქმე გახლავთ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება და ზარალის ასევე სწრაფად აღმოფხვრა. ჯერ ჯერობით სალანძღავი ვერაფერი ვნახე. 

კალაძის სალანძღავი სხვა ყველაფერი დაილია ამ ქალაქში?“ - წერს გამყრელიძე.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა