თეგებით ძიება

ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის მკაფიო და ნათელი სურათი იქნება, თუ ვის უნდა შოვის ტრაგედიის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა - სერგო ჩიხლაძე

ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის მკაფიო და ნათელი სურათი იქნება, თუ ვის უნდა ამ საქმის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა. ფაქტების მიჩქმალვა უნდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ - ოპოზიციის მხარეს რამე სახის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს არცერთ პარტიასთან, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს უჭერს.

„ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის მკაფიო და ნათელი სურათი იქნება, თუ ვის უნდა ამ საქმის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა. ფაქტების მიჩქმალვა უნდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, დღეს ბიუროზე ეს საკითხი გადის და ვფიქრობ, ხვალ სესიაზე ძალიან მკაფიო გამონათქვამები და სიგნალები ოპოზიციის მხრიდან იქნება. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხარეს რამე სახის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს არცერთ პარტიასთან, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან. პრინციპული წინააღმდეგობა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია, შეიძლება იყოს განსხვავება თარიღებზე, როდის ჯობია ტექნიკურად გავიდეს ეს საკითხი და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპულად ამ საკითხთან მიმართებით წინააღმდეგობა არ არსებობს", - ამბობს ჩიხლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა