თეგებით ძიება

ამერიკელები სანქციებს უწესებენ უკრაინის სანქციებში მოხვედრილ პირებს.. ამოსარჩევი კი უამრავი ჰყავთ - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ფარცხალაძე მხოლოდ დასაწყისია:

„ოთარ ფარცხალაძე მიასანქცირეს. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჯერაც არ არის დასანქცირებული, არის ის, რომ ასეთ ვითარებაში გამოირიცხებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. 

სტატუსის მიუღებლობა ერთიათად ზრდის მათი დასანქცირების შანსს. თუ ჭკუა ჰყოფნით, კიდევ არის დარჩენილი დრო და ცოტათი მაინც გააუმჯობესონ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 

როგორც ვხედავთ, ამერიკელები სანქციებს უწესებენ უკრაინის სანქციებში მოხვედრილ პირებს. იქიდან ამოსარჩევი კი უამრავი ჰყავთ-ივანიშვილის ძმით დაწყებული, ტელეკომპანია “იმედის” მესაკუთრით დამთავრებული. 

წინ საინტერესო ამბები გველის“ - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა