ვისაც გურიაში სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, მათ ახალ სახლს ჩვენ შევუძენთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა მოქალაქე, ვისაც სახლი დაინგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გურიაში ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრათ, იმ სახლებში ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც სახლი დაინგრა, ან ვისის სახლიც გამოუსადეგარი გახდება ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი; ან ჩვენ შევუძენთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ სანერვიულო არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“, - განაცხადა პრემიერმა.