თეგებით ძიება

ყაჩაღობა წალენჯიხაში - მძარცველებმა ოჯახის წევრი იმის გამო სცემეს, რომ დიდი თანხა არ ჰქონდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში წუხელ, გვიან ღამით, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. 

შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. ნახევარი საათის განმავლობაში მათ ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავტომატის კონდახით თავის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. დაშავებული პოლიციას ექსპერტიზაზე ჰყავს გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარი. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა