თეგებით ძიება
18. 09. 2023 ვიდეო

როგორ გამოიყურება ნონა ვაშაყმაძე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ? (ვიდეო)

ცნობილი ტიკტოკერის, ნონა ვაშაყმაძის ცხოვრებაში სიახლეა. მან დიდი ხნის სურვილი აისრულა და ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. ნონა ამაზე აქამდე არ საუბრობდა, თუმცა, მისი გამომწერებისთვის წონის მკვეთრი კლება თვალშისაცემია.

6 თვის წინ, გავრცელდა შოთო სიხარულიძის ფეისბუკ პოსტი, სადაც ნონა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობდა და განმარტავდა, რა ზიანს აყენებდა არასასურველი წონა.

"სოციალურ ქსელში დამცინიან, მაბულინგებენ ჩემი წონის გამო. სიცოცხლე აღარ მინდა, ვეღარ ვუძლებ ამდენს.

შენ კარგად იცი, შოთო, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები და პირადად მიცნობ. იცი, რა პრობლემებიც მაქვს. დილას ტირილით ვიწყებ და ღამეს ტირილში ვატარებ, ჩემი ბალიში სულ ცრემლებიითაა დანამული. კუჭის ოპერაციის გაკეთება მინდა და იქნებ, კეთილი ადამიანები დამეხმაროთ, უმძიმესად ვარ, წამლებს ვსვამ, გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჭარბი წონის გამო, სიცოცხლეს მიმწარებენ ბოროტი ადამიანები. შენ ყველას ეხმარები, ვიცი, თუ გინდა, რომ ვიცოცხლო და ჩემზე სამძიმრის წერილი არ გამოაქვეყნო, გემუდარები, დამეხმარე. უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენს. ან იქნებ ვინმეს იცნობ. კლინიკის ექიმებს და კეთილ ადამიანებს. რომლებიც დამეხმარებიან. იქნებ, გამოჩნდეს ის ადამიანი. ვინც სიცოცხლეს მაჩუქებს და დამაბრუნებს ამ სამყაროში", - ნათქვამია ნონა ვაშაყმაძის წერილში, რომელიც შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.

@nonavashakmadze5

♬ original sound - მარია ზენაიშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა