როდის არის აუცილებელი D ვიტამინის მიღება?
D ვიტამინი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტია.
ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ D ვიტამინი ან იმყოფებიან D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ, მოიცავს: პოსტმენოპაუზის მქონე ქალებს, მამაკაცებსა და ქალებს რომლებიც იღებენ სტეროიდს ხანგრძლივად, ხანდაზმულებს, თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, პარათირეოიდული დაავადების მქონე ადამიანებს, პირებს, რომლებსაც სიმსუქნე აქვთ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ხართ თუ არა D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ, სთხოვეთ ექიმს შეამოწმოს D ვიტამინის დონე.
D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პაციენტებისთვის, დანამატებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. დანამატები ხელს უწყობენ ოსტეომალაციის თავიდან აცილებას, ამცირებენ ძვლის სიმყიფეს, რაც ხელს უწყობს მოტეხილობების პრევენციას.
ძვლის სიმკვრივის გაუმჯობესება არ არის ერთადერთი გზა მოტეხილობების თავიდან ასაცილებლად - განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. D ვიტამინს ასევე შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი სარგებელი კუნთების ფუნქციონირებისთვის.
თუ გაწუხებთ D ვიტამინის დეფიციტი, სთხოვეთ ექიმს, შეამოწმოს D ვიტამინის დონე. თუ დონე დაბალია საჭირო ხდება დანამატების მიღება. განმეორებითი ტესტირება კი რვი-დან 12 კვირამდე უნდა ჩატარდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ არ აჭარბებთ დოზას. თუ ტესტირება აჩვენებს, რომ D ვიტამინის დონე ნორმალურია, თქვენ უნდა გაიმეოროთ ტესტირება ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ, რათა დარწმუნდეთ რომ არ გაქვთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანმრთელობაში.
სხვადასხვა დაავადებას სჭირდება D ვიტამინის სხვადასხვა დოზა. თუ გაქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადება ან პარათირეოიდული დაავადება, ჰკითხეთ თქვენს თირკმელების სპეციალისტს ან ენდოკრინოლოგს D ვიტამინის ტიპისა და დოზის შესახებ.
წყარო: „მკურნალი.ჯი“