ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია იმართება.