"რიგითი" ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ“ - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და წერ4ს.
"რიგითი" ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული “ფეესბეს” გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ...კიდევ ერთი რუსეთის ჯაშუშის გრიგოლ ლილუაშვილის- სუსის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის დასტური რუსული გავლენების სახელმწიფო დაწესებულებებში… ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - წერს ხაბეიშვილი.