თეგებით ძიება
19. 09. 2023 მსოფლიო

ერევანში აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის შტურმით აღება სცადეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები „ნიკოლ ფაშინიანი მოღალატეს“ სკანდირებენ. 

მთავრობის სახლთან შეკრებილები სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ. 

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა