„ღმერთო ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნე ოჯახს“ - ბელგიაში 36 წლის ზურაბ დოლიძე დაიკარგა
ბელგიაში, დაკარგულ ქართველს ეძებენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„დაიკარგა ქართველი ემიგრანტი ზურაბ დოლიძე, 36 წლის ბელგიაში, ბრიუსელში... ეძებს იტალიაში მყოფი ემიგრანტი დედა ზურა გაუჩინარებულია და ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია დედასთანაც შეწყვიტა მიმოწერები.
სოციალური ქსელებითაც აღარ უსარგებლია.. დედა ამბობს რომ არ არსებობს ამდენი დღე ჩემთვის არ მოეწერაო ძალიან განიცდის ნერვიულობს შვილზე რამე ხომ არ შეემთხვაო...
გააზიარეთ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე. შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი. გააზიარეთ უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება კარგად დააკვირდით ფოტოს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ ზურას შესახებ...
გთხოვთ, ილოცოთ რომ კარგად იყოს ეს ადამიანი ძალიან ვნერვიულობ.... ღმერთო ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნე ოჯახს“