ბლინკენმა აზერბაიჯანს ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
აშშ-მ აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. ინფორმაციას „ტვიტერზე“ ამერიკის სახელმწიფო ეპარტამენტის მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
"დღეს ველაპარაკე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ალიევს და მოვუწოდე, დაუყოვნბელივ შეწყვტოს საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეუწყოს ხელი, - წერს ბლინკენი.