თეგებით ძიება

"მზრუნველი მამა ჩანდა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში... ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია..." - რას ამბობს დოლიძის ქუჩაზე მოკლული გოგოს მეგობარი?

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, ქადეიშვილს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება, ნეიროქირურგებმა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს, ჭრილობა მარცხნივ, საფეთქლის არეში აღენიშნება.

"კვირის პალიტრა“ მომხდარზე გარდაცვლილი გოგოს ახლობელს ესაუბრა. 

"ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, ბავშვებმა გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, მზრუნველი მამა ჩანდა, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა