თეგებით ძიება

"თუ დრო გაწელეს, გამოვა, რომ ან თურნავას ბრძანება არ მუშაობს, ან სანქციები. ორივე უბედურებაა მათთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი?

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ყველა განიხილავს ფარცხალაძის პრობლემების პრიზმაში და აკეთებენ შესაბამის ნეგატიურ დასკვნებს, რაც ჩემის აზრით ძალიან ზედაპირული მიდგომაა, - ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ყველა განიხილავს ფარცხალაძის პრობლემების პრიზმაში და აკეთებენ შესაბამის ნეგატიურ დასკვნებს, რაც ჩემის აზრით ძალიან ზედაპირული მიდგომაა.

სინამდვილეში,  ამ თემას უნდა შევხედოთ ხელისუფლების პრობლემების კუთხით და დავინახავთ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების დაპაუზება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ამ უკანასკნელს, რომლის მიზანია ამ ისტორიის ჩაფარცხვა და თურნავას ბრძანების შენარჩუნება გაურკვეველი ვადით, პოტენციური ფარცხალაძეებისთვის დაცვის ილუზიის შექმნის მიზნით.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უტოვებს მათ მანევრის საშუალებას და აყენებს დილემის წინაშე - ან ფარცხალაძე უნდა გამოაცხადონ ჯაშუშად, ან უდანაშაულოდ და შესაბამისად არ დაემორჩილონ სანქციებს, ანუ აამოქმედონ თურნავას ბრძანება და ააფეთქონ შენელებული მოქმედების ნაღმი.

ეს უნდა გააკეთონ ძალიან სწრაფად, რადგან თუ დრო გაწელეს, გამოვა რომ ან თურნავას ბრძანება არ მუშაობს, ან სანქციები. ორივე უბედურებაა მათთვის", - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა