„შენ არავინ გეკითხება, ლოგინში ვისთან ჩავწვები. მხოლოდ შენი „ქსივა“ და ქონება მჭირდება“ - რას წერს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე მოკლე პოსტის სახით მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
„- ვოცნებობ, ცოლად როდის მომიყვან – ოცნება დასავლეთს.
– მოგიყვან, თუ საყვარელთან ურთიერთობას გაწყვეტ – დასავლეთი ოცნებას.
– შენ არავინ გეკითხება, ლოგინში ვისთან ჩავწვები. მხოლოდ შენი „ქსივა“ და ქონება მჭირდება..“ - წერს ხუხაშვილი.