თეგებით ძიება

პრეზიდენტი ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამას ცხადყოფს ზურაბიშვილის  ფარცხალაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ენმ არც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიიღებს მონაწილეობას, რადგან ესეც რუსული თამაშია. 

"ფაქტობრივად, ეს ქალბატონი ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ და ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც უკავშირდება მოგონილ ამბავს, თითქოს და იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს", - ამბობს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხეავად, პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. პირველი შეხვდრა უკვე გამართა ესტონეტის პრეზიდენტთან, ახლა კი ზურაბიშვილი ლატვიაშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა