საქართველომ ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აკრძალა
დღეიდან ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი აიკრძალა. აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.
შესაბამისი განკარგულება დღეს შევიდა ძალაში, EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში.
ცნობისთვის, 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც, რუსეთსა და ბელარუსში.