უმძიმესი კადრები ქორწილიდან, სადაც, ხანძარს 100 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა (ვიდეო)
ერაყში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა. წვეულებაზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა.
BBC-ის ცნობით, მსხვერპლთა შორის არიან ახალდაქორწინებულებიც. შემთხვევა ერაყის ჩრდილოეთ ნინევეს პროვინციაში მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის ფეიერვერკმა გამოიწვია.