თეგებით ძიება

ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი საბოტაჟს, ნდობა აღარ გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტები ევროპის ქვეყნებში სამწუხარო ფაქტია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომელიც ისაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს საერთოდ ევროპაში და მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია, თქვენ თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ვერავინ ვერ გაიხსენებს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც, მე მას მას პირიქით მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ მთავრობა არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს, ბუნდოვანი განცხადება აქვს გაკეთებული თითქოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი.

"ამის შემდეგ, ბუნებრივია ჩვენ შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო, ისიც დაიკარგა და მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდით, იმიტომ რომ თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს რომ უნდა წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის, ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ. იქ რომ ჩავიდოდა, არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში თუ ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა, და მიუღებელი, ამით დასაბუთდა ჩვენი უარი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტს "აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა