თეგებით ძიება

"მე არ ვარ გახარიას პარტიის წევრი და თუნდაც მხარდამჭერი..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

მე არ ვარ გახარიას პარტიის წევრი და თუნდაც მხარდამჭერი, - ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დიდი დიდკუსია და აღშფოთება გამოიწვია ჩემეულმა ვერსიამ გახარიას რეიტინგის მზარდი დინამიკის თაობაზე. 

მე არ ვარ გახარიას პარტიის წევრი და თუნდაც მხარდამჭერი. უფრო მეტიც, ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ მამუკასთან და ბადრისთან არაპარტიულ ფორმატში.

უბრალოდ, ჩემი ფუნქცია არ არის ვიღაცის გაპიარება, ან ლანძღვა საკუთარი გემოვნებით.

ჩემი ფუნქციაა აღვწერო ჩემი თვალით დანახული რეალობა, რაც არ უნდა მწარე მოსასმენი იყოს ეს.

მეხოტბეებით და დამგინებლებით შორს ვერ წავალთ…", - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა