საქართველოს მოქალაქე სალონიკში, საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო - ბერძნული მედია
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნიღბიანი კაცი შუადღისას სალონიკის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და 8 000 ევროს ღირებულების ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო.
ის მაღაზიის მეპატრონეებმა გამვლელების დახმარებით ქუჩაში დაიჭირეს და პოლიციის მისვლამდე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 42 წლის კაცმა დანაშაული აღიარა.