"ოცნება" ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ მათი ლიდერების სასამართლოებზე სირცხვილის გამო ოჯახის წევრებიც ვერ მივლენ“ - გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.
„ისე მიდის საქმე, მშვიდობიანი - უმსხვრპლო, ხავერდოვანი რევოლუცია სანატრელი გაუხდება ბევრს. მაგრამ გვიანი იქნება. სისატიკე შობს სისასტიკეს. უსამართლობა შობს უსამართლობას. ძალიან მალე, ხალხს დასაკარგიც არაფერი ექნება და ირაკლის ტყეებსაც დაიბრუნებს და სხვათა მოპარულ მილიონებს.
ამ მიზეზებზე ფიქრია სწორი და არა შედეგზე, როდესაც შენიანიც კი ხარბს გეძახის ან ვიღაც რევოლუციის მოწყობას აპირებს. რატომ გეაძახის?
რატომ აპირებს? ვიღაც ხომ არ არის საშიში, საშიში ის არის, რომ ამ "ვიღაცის" თანამზრახველი ხალხის რაოდენობა იზრდება. ეგრე სად არის თან არ ვიჩხუბოთი მითხრა და თან ყოველ დღე ღობე გადმომიწიო. როცა დასაკარგი არაფერი მექნება სწორედ მაშინ დაკარგავ ყვეელაფერს. ეს კლასიკაა. 2024, 2028... რა მნიშვნელობა აქვს, "ოცნება" ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ მათი ლიდერების სასამართლოებზე თანამოაზრეები კი არა, ოჯახის წევრებიც ვერ მივლენ, სირცხვილის გამო.
დაიწყეთ ახლა - აბა, ნაცი მინდა? ან, რომ ნაცი ვარ! არ ვარ! ან სადაა ის ნაცი, რომლითაც აშინებთ ხალხს? ის ნაცი თავად გაგიხდებათ სანატრებელი. იმ ნაცებმა, რომ გაპატიეს მაშინ უამრავი უპატიებელი და ბოლო ინსტანციად განიხილეს საკუთარი მმართველობა, იმიტომ ფიქრობთ ახლა, რომ თქვენ შეგიძლოათ უარესი უკეთოთ საქართველოს. თქვენ ხომ
იცით - არ შეიძლებოდა ეპატიებინათ თქვენთვის, თქვენი მშობლებისთვის თუ მოდგმისთვის. თქვენ "ქართული ოცნება" კი არა, "საქართველოს მოღალატეთა კავშირი" ხართ.
აგერ მე და აგერ თქვენ - წყლის მომწოდებელი არ გეყოლებათ არავინ. ყოველთვის აგიხდათ რაც "გიმკითხავეთ", ეს ასი პროცენტით აგიხდებათ“, - წერს მირცხულავა.