თეგებით ძიება

„არ ვიცი, როდის ამომივა თვალებიდან ეს საშინელი კადრები.. ცუდად მხდის იმის გააზრება, სადამდე ვართ დასული“ - ნიკა ჩერქეზიშვილი

„ლელოს“ წევრი, პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი არასრულწოვანზე თანატოლების მხრიდან ძალადობის ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ქუთაისში რომ 12 წლის ბიჭი სცემა 6-მა თანატოლმა, ეგ ვიდეო ვნახე და ცუდად მხდის იმის გააზრება, სადამდე ვართ დასული. 

არ ვიცი, როდის ამომივა თვალებიდან ეს საშინელი კადრები. 

გულს მირევს ის ხალხი, ვინც ასეთ ამბებს ცალკეულ შემთხვევებად განიხილავს და არა სისტემურ პრობლემად, რომელიც აქვს მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას. 

ეს უწყვეტი და მასობრივი სიძულვილის ენა, ძალადობის წახალისება მაღალი თანამდებობის პირების მიერ, დაუსჯელობის სინდრომი, მუდმივი ურთიერთდაპირისპირება, ძალაუფლებისა და გავლენების ბოროტად გამოყენება, აქტივისტების მდევრად ქცეული პოლიცია, უსამართლო სასამართლო და ა.შ. და ა.შ. კვებავს ყველას, ბავშვებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული. 

ათასობით, ათი ათასობით ზიზღითა და ბრაზით დატენილი ადამიანი დადის ქუჩებში, შედის ოჯახებში, მცირედი პროვოცირება რომ ჰყოფნის, შინაურისა თუ გარეულის შუაზე გასაგლეჯად“, - წერს ჩერქეზიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა