სეიშელის ოპოზიციის ლიდერს გვამების ამოთხრასა და ჯადოქრობაში ადანაშაულებენ
სეიშელის მთავარ ოპოზიციურ ლიდერს პატრიკ ჰერმინს, შვიდ სხვა პირთან ერთად ჯადოქრობისთვის ასამართლებენ. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდობით newshub.ge ავრცელებს.
პოლიცია აცხადებს, რომ პოლიტიკოსის ჯადოქრობა საფლავიდან ექსჰუმირებული ორი გვამის აღმოჩენას უკავშირდება.
ოპოზიციონერმა უარყო ბრალდებები და განუცხადა ადგილობრივ მედიას, რომ მისი დევნა არის „პოლიტიკური შოუ“ და ამით მისი იმიჯის შელახვას ცდილობენ.
სეიშელის მთავარი ოპოზიციური ლიდერი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მაგისტრების სასამართლომ ჰერმინი და მისი ექვსი სეიშელელი თანამზრახველი დარბაზიდან გაათავისუფლა და გირაოს სახით 30 000 სეიშელური რუპია (2 100 აშშ დოლარი) დააკისრა. ტანზანიის მოქალაქე თანამზრახველი კი სასამართლოს მომდევნო სხდომამდე პატიმრობაში დატოვა.
ჰერმინი და მისი თანამზრახველები ჯადოქრობისთვის განკუთვნილი ნივთების ფლობაში დაადანაშაულეს. ტანზანიელის სახლიდან კი ჯადოქრობასთან დაკავშირებული ნივთები, მათ შორის, ქვები, ხის შავი არტეფაქტები, მოყავისფრო სითხით სავსე მცირე ზომის ბოთლები, სხვადასხვა სახის ფხვნილი და დოკუმენტები ამოიღეს.