თეგებით ძიება

„ჩემით დაკომპლექსებამ საქართველოს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია!“ - სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს და ვიდეოს აქვეყნებს:

„აი, ამიტომაც მსჯის მოსკოვი.

ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატიზმის აღკვეთის პირველი პრეცედენტი შევქმენით. ასლან აბაშიძემ 2004 წელს ააფეთქა ხიდები დანარჩენ საქართველოსთან ისევე, როგორც ივანიშვილმა ჩაჭრა ხიდები ევროპასთან და უკრაინასთან. ოღონდ საინტერესოა გოგი გვახარიას მიდგომაც: მას რატომღაც გამორჩა ჩემი ჩასვლა ბათუმში და მრავალსაათიანი მოლაპარაკებები აბაშიძესთან. წამყვანი გადაცემის ბოლოს იხმობს სიტყვებს: ‘’ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია’’, ოღონდ ვინ თქვა მოკრძალებულად არ იხსენებს. 

ე.წ შუაშისტებმა ჩემდამი ასეთი მიდგომით თხარეთ, თხარეთ და ივანიშვილი გამოთხარეთ.

ჩემით დაკომპლექსებამ საქართველოს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია!“ - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა