თეგებით ძიება

„ჩვენს შორის აღარ არის ღირსეული და კარგი ადამიანი...“ - გარდაიცვალა ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი

ინფექციური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი.

როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

„გულით ელოდა ახალ შენობაში გადასვლას მაგრამ, აღარ დასცალა - გულმა უმტყუნა, ვეღარ გაიხარებს ჩვენი საავადმყოფოს ახალსახლობით... ჩვენს შორის აღარ არის ღირსეული და კარგი ადამიანი... თითოეული ჩვენგანის დიდი იმედი...

სამსახურში საქმიანი, მომთხოვნი და სამართლიანი, სამსახურს მიღმა კარგი პიროვნება და გვერდში მდგომი მეგობარი... ძნელია და წარმოუდგენელი შოთა გოგიჩაიშვილზე წარსულ დროში ისაუბრო... ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მოამაგე, თანამშრომელთა და კლინიკის ღირსების დამცველი ქომაგი...

კაცი ენციკლოპედიური განათლებითა და დიდი სამედიცინო გამოცდილებით... ღირსეული კვალი დატოვეთ ბატონო შოთა კლინიკის ისტორიაში და მუდამ დარჩებით ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში... ცრემლით და დიდი ტკივილით ვწერთ სამძიმრის ამ სიტყვებს... თანაგრძნობას ვუცხადებთ თქვენს ოჯახს, თანამშრომლებს და სამედიცინო საზოგადოებას... ნათელი არ მოკლებოდეს თქვენს სულს... მუდამ გვემახსოვრებით და სამაგალითო იქნებით ჩვენთვის...“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა