თეგებით ძიება

„რუსეთის ეგიდით მიხვალთ მაცხოვრის საფლავთან? ამის იმედი გაქვთ? ქრისტეც გაყიდეთ მერამდენედ...“ - გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა ისრაელში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმეურება და წერს:

„ის რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება (აი, თქვენ რომ შორი გგონიათ, ბევრს) დაგეგმილია არა მხოლოდ ირანის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოს და მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთის მიერ. პრიმიტიული აზროვნების არსებაც კი მიხვდება საიდან მოდის პრორუსების ეგზალტირება. "ჰამასის" და ტერორისტების გამოსარჩლება იმ ადამიანებისგან, რომლებიც არა თუ ლიბანს და ლიბიას ვერ არჩევენ ერთმანეთისგან, არამედ აგერ აქ, ბაღდადს ჯერაც მაიაკოვსკის ეძახიან და ვერის ბაღს - კიროვისას, თავისუფლების მოედანს - ლენინის მოედანს - შემთხვევითი არ გახლავთ. 

სხვადასხვა სოციალური ქსელი გადაივსო "მჩხიბავების" გამონათქვამებით, ციტატებით, კადრებით, რომელსაც ტიტრები ან ხმა ადევს, თუ როგორ მოისპობა სამყარო ომებითა და კატაკლიზმებით და გადარჩება რუსეთი, ჩინეთი და ირანი. შემთხვევითია? არა! ეს პროპაგანდა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენაა, მისი დამორჩილებისა და მართვის მცდელობა. 

ყოველი ასეთი საზარელი აქტი, თვალნათლივ წარმოაჩენს ხოლმე ერთი შეხედვით გონიერი ადამიანების სენტიმენტებს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იყვნენ რაღაც გამორჩეული და განსხვავებული აზრის მატარებლები, საკუთარი კომპლექსები აიძულებთ მყისიერად გამოამჟღავნონ "სტოკჰოლმის სინდრომი" - ნებისმიერ ფასად დაიცვან მოძალადე, რადგან თურმე ისინი "აიძულეს" - სისასტიკე. ეს კასტა, იმ მართულ პრიმიტივებზე უფრო უარესი და საშიში გახლავთ. მათი იმედი ყოველთვის აქვთ აგრესორებს, ტერორისტებსა და სპეცსამსახურებს. ჩვენც ნათლად ვხედავთ მათ არსებობას. 

ის რომ პროცესი კარგად არის მართული და მასში რამდენიმე გლობალური მოთამაშე -  რუსეთი, ჩინეთი, ირანი ცალკეული არაბული სახელმწიფოები მონაწილეობენ, ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად - ესეც ნათლად ჩანს, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებების კვალობაზე. ამ განცხადებების გააზრება ასევე ნათლად მეტყველებს, რომ პილატე მათ ავტორებთან შედარებით ნეტარი ანგელოზია. ამ ყველაფრის გააზრება როგორ უნდა მოსთხოვო პრიმიტივს გინდა ერში, გინდაც ბერში და გინდა ხელისუფლებებში, რომელიც ვერ ხვდება- არჩევანს ბოროტების სასარგებლოდ აკეთებს. თუმცა ბოროტებაც ხომ პირობითი მცნებაა მათთვის. 

ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ საუბრობენ, მაგრამ ბირჟებზე, ქუჩაში, შემთხვევითი საუბრების დროს, საყველპუროდ, ჰიპოთეზურად, მომხრეებსა და თანამშრომლებში "გამოთქვამენ აზრს": - ომი ისრაელში გამოიწვევს ამერიკის ყურადღების გადატანას უკრაინიდან სხვა ცხელ წერტილში, რითაც კიევის წინააღმდეგ რუსეთს გაეხსნება ხელ-ფეხი და მოსკოვი გაიმარჯვებს, ამის მერე კი, ჩვენ რომ კარგად მოვიქეცით, კრემლი აფხაზეთს დაგვიბრუნებს - არა მხოლოდ ანტიქართულ საქმეს, არამედ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებენ. 

და მაინც, იმის გათვალისწინებით, რომ სოცქსელები ყველაზე უებარი საშუალებაა ტვინების გასარეცხად, ისრაელის მოვლენების ფონზე რუსეთის სიდიადის და მხოლოდ მისი გადარჩენის აქცენტები გადასარევად გვაჩვენებს, ვინ დგას ამ ტრაგედიის უკან და იმასაც, ვინც დღემდე იმალებოდა და ახლა აჟიტირდა აქ - ჩვენთან და ჩვენს გვერდით - რა მიზნები ამოძრავებთ და რა დავალებებს ასრულებენ. ნუ მეტყვით, იქნებ ცდებიან? არა, მათ ვალდებულებები აქვთ და ასრულებენ!

განსაკუთრებით საინტერესოა სასულიერო პირების ნაწილის დამოკიდებულება პროცესისადმი.... რაო, რუსეთის ეგიდით მიხვალთ მაცხოვრის საფლავთან? ამის იმედი გაქვთ? ქრისტეც გაყიდეთ მერამდენედ...“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა