თეგებით ძიება

"თუ ახლა დაიზიანებთ სულებს ლოთობით, გარყვნილებით, უსწავლელობით, ნარკოტიკებით ეს მთელი ცხოვრება გაგყვებათ“ - მამა ლევანი ახალგაზრდებს მიმართავს

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მიმართავს.

"ახალგაზრდებო

სანამ ჩვენს გვედით ხართ, მშობლები და მოძღვრები ზედ დაგფოფინებთ, რომ არ აყვეთ გრძნობად სიამოვნებებს, არ გაირყვნათ, რათა სიბერე და სული არ გაიმწაროთ. მართალია ამას სიმკაცრეში გვითვლიდით, მაგრამ მაგასაც მიხვდებით რატო გიკრძალავდით რაღაცეებს. შემდეგ დგება დრო, როცა მიდიხართ სხვა ქალაქებში სასწავლებლად თუ სამუშაოდ და ჩვენს თვთლთა ხედვის არეალს ეფარებით. იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ მოწოდების სიმაღლეზე და მარადიული ინტერესები არ უნდა გაცვალოთ დროებით სიამოვნებებში. პეპლებივით არ უნდა მოტყუვდეთ, რომლებსაც ჰგონიათ რომ ცეცხლი რამდენადაც მშვენიერია ისეთივე სასიამოვნოა და უგუნურად იწვავენ მასზედ ფრთებს. წარსული ხომ აწმყოს და მომავლის თესლია და თუ ეხლა დაიზიანებთ სულებს ლოთობით, გარყვნილებით, უსწავლელობით, ნარკოტიკებით, უსაქმურობით, აზარტული თამაშებით, აფერისტობით, ქურდობით, ორგულობით, მუქთახორობით ეს მთელი ცხოვრება გაგყვებათ. გაგყვებათ და დაგტანჯავთ თქვენც და თქვენს გარშემო მყოფებსაც. ყმაწვილობის დროს გაკეთებული საქმეები, ახალგაზრდა ხეზე ამოჭრილ ასოებს ჰგავს. ისინი მასთან ერთად იზრდებიან, ფართოვდებიან და მის ნაწილსაც შეადგენენ. ამის მსგავსად გამტკიცდებიან, გაფართოვდებიან და თქვენი განუყოფელი ნაწილები გახდებიან ახალგაზრდობის ცოდვები და სისოცხლეს გაგიმწარებენ. იფიქრეთ მომავალზე", - წერს მამა ლევანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა