თეგებით ძიება

ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის - ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, „ჰამასი“ უნდა დაგმოს - ლოიდ ოსტინი

"ახლა სისასტიკეზე ორაზროვნად საუბრისა და ნეიტრალიტეტის დრო არ არის", - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თელ-ავივში ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ახლა ნეიტრალიტეტის, ცრუ ექვივალენტურობის, მიუტევებელი ქმედების პატიების დრო არ არის. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება და ეს განსაკუთრებით ეხება „ჰამასის“ ამ მძვინვარებას. ყველამ, ვისაც სურს ამ რეგიონში მუდმივი მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა დაგმოს „ჰამასი“ და მისი იზოლირება მოახდინოს“, - აღნიშნა ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.

"ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს“, - აღნიშნა ოსტინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა