"როდესაც მითხრეს, რომ ემილი გარდაიცვალა, მე გამეღიმა რადგან ეს იყო საუკეთესო სიახლე, რაც მოვისმინე..." - "ჰამასის“ მსხვერპლი გოგონას მამის შემაძრწუნებელი ისტორია (ვიდეო)
მათ მითხრეს: ჩვენ ვიპოვეთ ემილი. ის მკვდარია. მე ვუპასუხე: დიახ! და მე გამეღიმა“.
ეს არის ჰამასის ერთ-ერთი მსხვერპლის მამის შემაძრწუნებელი ინტერვიუ.
გულის გამგმირავი ინტერვიუ CNN-ის ჟრნალისტთან, კლარისა უორდთან, რომელიც აშშ-ის ტელევიზიის The Situation Room-ის ეთერში გავიდა, მოგვითხრობს მწუხარე მამის ისტორიას, რომელმაც საბოლოოდ მიიღო დადასტურება ქალიშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, ჰამასის თავდასხმის დროს.
„გამეღიმა, რადგან ეს იყო საუკეთესო სიახლე, რაც მოვისმინე. ეს ის იყო, რისი იმედიც მქონდა. იმიტომ რომ ან მკვდარი იყო, ან ღაზაში იყო. და თუ იცით, რას უკეთებენ ხალხს ღაზაში? ეს სიკვდილზე უარესია, ”- განმარტავს ის.
„როგორ გექცევიან... ჩემს ქალიშვილს წყალი არ ექნებოდა, საჭმელი არ ექნებოდა, ბნელ ოთახში იქნებოდა, ვინ იცის, რამდენ ხალხში და ვშიშობდი ყოველ წუთს, საათს, დღეს და შესაძლოა მომავალ წლებშიც. სიკვდილი იყო კურთხევა, აბსოლუტური კურთხევა“, - ასკვნის ის ტირილით.